მწიგნობართუხუცესის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებს „ეკო აკადემიაში“ ნარჩენების მართვაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვის თემაზე, სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესის მოსწავლეებისთვის „ეკო აკადემიაში“ საგანმანათლებლო ტრენინგი გაიმართა.

“ეკო აკადემიის” ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გარემოსთვის საშიში ნარჩენების – მათ შორის, საბურავების, გამოყენებული ზეთებისა და აკუმულატორების – მართვის წესების შესახებ.

“ტრენერებმა განმარტეს, რატომ არის დაუშვებელი აღნიშნული მასალების ღია წესით დაწვა ან არასწორი გადაყრა, და რა ზიანი შეიძლება მიადგეს როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ორგანიზატორების განცხადებით, აუცილებელია, ეკოლოგიური ცნობიერება ბავშვობიდანვე ჩამოყალიბდეს, რათა მომავალმა თაობამ შეძლოს გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა.

„ეკო აკადემიის“ მიზანია, ახალგაზრდებში გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება და ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა.

ტრენინგის დასასრულს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, „ეკო აკადემია“ მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტრენინგების ჩატარებას და მადლობა გადაუხადა მწიგნობართუხუცესის სკოლის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და ინტერესისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები