ავღანეთში „Save the Children“-ის ოფისზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა

ავღანეთში „Save the Children“-ის ოფისს, შეიარაღებული მამაკაცები თავს დაესხნენ, ოფიციალური პირების ინფორმაციით, სროლისას 11-მდე ადამიანი დაიჭრა.
„თავდასხმა 9:10 სთ-ზე მოხდა, თვითმკვლელმა ტერორისტებმა, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი, „Save the Children“-ის ოფისის შესასვლელთან ააფეთქეს, შემდეგ კი შეიარაღებული მამაკაცები შენობაში შეიჭრნენ“, _ განაცხადა, ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორმა.
ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
„შენობაში ვიყავი, როდესაც დავინახე რომ „RPG“-ს შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და შენობაში შემოვიდა, მე ფანჯრიდან გადავხტი“ განაცხადა, ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები