ერდოღანი „ბინძური თამაშების“ შეჩერებას აპირებს

თურქეთი არ აპირებს, მხოლოდ სირიის ქალაქ აფრინში ოპერაციის ჩატარებით შემოიფარგლოს, ის აპირებს „ბინძური თამაშების“ შეჩერებას და ტერორისტებისგან თავისი საზღვრის გაწმენდას, _ ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყებით, ჩვენ იმ სხვადასხვა ძალის თამაშები აღვკვეთეთ, რომლებსაც ჩვენს რეგიონში თავისი გეგმების განხორციელება სურთ. მანბიჯიდან დაწყებული, მთელი ჩვენი საზღვრის გასწვრივ (სირიასთან), ჩვენ სრულად გავწმენდთ ტერორისტებისგან რეგიონს და უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას“, _ აღნიშნავს ერდოღანი.
მანამდე ერდოღანი აცხადებდა, რომ ჯარი სირიას მას შემდეგ დატოვებდა, როცა ოპერაციის მიზნებს მიაღწევდა. ის აღნიშნავდა, რომ თურქეთის მოქმედებები მიმართული იყო არა ქურთების, არამედ ტერორისტული კორიდორის შექმნის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები