“ტაქსების ლიცენზირება კურორტებზეც გავრცელდება, წელს ბაკურიანში ერთ დამსვენებელზე ხუთი ტაქსი მოდიოდა”

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ტაქსების მომსახურეობის გაუმჯობესებას ეხება. როგორც მან აღნიშნა, ტაქსების ლიცენზირება კურორტებზეც გავრცელდება. მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და მათი სურვილია ისეთი რეგულაცია მიიღონ, რომლითაც არც ბიზნესს და არც დამსვენებლებს ხელი არ შეეშლება.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტაქსების ლიცენზირება. ის, რაც წელს ხდებოდა ბაკურიანში, როცა მთელი თბილისის ტაქსები იქ იყვნენ ასული, ნორმალური არ არის, რადგან ამის საჭიროება არ იყო და ერთ დამსვენებელზე ხუთი ტაქსი მოდიოდა. როგორი იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, ამ საკითხზე ვმუშაობთ და გვინდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რომლითაც ხელი არ შეეშლება არც ბიზნესს და არც დამსვენებლებს”, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები