ბექა ოდიშარია თბილისის მერის ახალ ინიციატივებს ოპტიმისტურად აფასებს

მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია თბილისის ურბანული პრობლემებისადმი მერის, კახა კალაძის მიდგომებს უმნიშვნელოვანესს უწოდებს და დედაქალაქის მთავარ გამოწვევებთან გამკლავების იმედს გამოთქვამს.
„როგოც თბილისის მაჟორიტარს და ადამიანს, რომელსაც ყოველდღიურად მაქვს შეხება ურბანულ სირთულეებთან, მახარებს და საფუძვლიან ოპტიმიზმს მიჩენს კალაძისა და თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობის მიდგომები დედაქალაქის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების მიმართ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ქმედითი სატრანსპორტო პოლიტიკაა შერჩეული.
„ახალმა გუნდმა ანალიზისა და მონიტორინგის საფუძველზე, ვფიქრობ, სწორი, ქმედითი სატრასპორტო პოლიტიკა შეარჩია. ყველა ეს რეგულაციები თუ შეზღუდვები, რის დანერგვასაც კახა კალაძის გუნდი აპირებს, ორიენტირებულია ქალქის სატრანსპორო ქსელის განმუხტვაზე და, შესაბამისად, გამონაკლისის გარეშე, ყველა თბილისელის უკეთეს და კომფორტულ მიმოსვლაზე დედაქალაქში“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა, ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები