“ძალიან კარგია, რომ კახა კალაძე წინასაარჩევნო დაპირებას ასე სწრაფად ასრულებს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია დედაქალაქში ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით, თბილისი მერის, კახა კალაძის განცხადებას დადებითად აფასებს. წულაია მიიჩნევს, რომ ტაქსების რეგისტრაცია და საბაზისო სტანდარტის შემოღება თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების კომფორტულად და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ძალიან კარგია, რომ კახა კალაძე წინასაარჩევნო დაპირებას ასე სწრაფად ასრულებს და ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები შეაქვს. ტრაილერები ქალაქის ბლოკირებას ნამდვილად ვერ უნდა ახდენდნენ. დასუფთავების მანქანების სპეციალური გრაფიკით მოძრაობა კი, არსებითად გააუმჯობესებს თბილისის მოსახლეობის გადაადგილებას დღის განმავლობაში. თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრების კომფორტულად გადაადგილებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეგისტრაცია და საბაზისო სტანდარტის შემოღება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ქვეითებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, მერია მომავალში არაერთ საინტერესო ინიციატივას განახორციელებს”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა, ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები