არჩილ თალაკვაძე: სატრანსპორტო პოლიტიკის გადაწყობა აუცილებელია, ქალაქი ადამიანებს უნდა დაუბრუნდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის კახა კალაძის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც სატრანსპორტო სისტემის განვითარებას ეხება. როგორც მან აღნიშნა, მერიის ამ ინიციატივას მხარს უჭერს.
მისივე თქმით, თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის გადაწყობა აუცილებელია.
„თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის გადაწყობა აუცილებელია და ქალაქის მერის ქმედით ნაბიჯებს მხარს ვუჭერ. ყველას გვაწუხებს, რომ სივრცე, რომელიც ქვეითებს, ბავშვებს, დედებსა და ხანდაზმულ ადამიანებს სჭირდებათ, მანქანებმა დაიკავეს და დროა, ეს ტენდენცია შეჩერდეს. ქალაქი ადამიანებს უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები