ზაზა გაბუნია: თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო პოლიტიკა მხარდაჭერას იმსახურებს

მივესალმებით თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელზეც კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
„როგორც თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, მზად ვარ ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივის განსახილველად და მხარდასაჭერად, რომელიც პრაქტიკაში მოიტანს იმ სირთულეების დაძლევას, რაც დღეს ასე დამახასიათებელია ქალაქის ყოველდღიურობისთვის.
ვთვლი, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ დასახული მიზანი, რომელიც ქალაქის საცობებისგან განტვირთვას, მავნე გამონაბოლქვის შემცირებას, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნას ითვალისწინებს, მკაფიო და ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას იმსახურებს“, –განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები