ინციდენტი წყნეთის ქუჩაზე – ოჯახური კონფლიქტისას მამაკაცი დაშავდა

წყნეთის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს, მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იმყოფებოდა.
როგორც ჟურნალისტებს ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსმა თამარ მელიამ განუცხადა, ერთ-ერთ პირს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
მისივე ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი პროკურორია.
„როგორც შემოვიდა შეტყობინება, გვიან ღამით მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რამაც გამოიწვია ხმაური და ჩხუბი. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ ამ დროისთვის სიწყნარეა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. როგორც გვითხრეს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი პროკურორია“, – განაცხადა თამარ მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები