თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონის მცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.
საბურთალოს რაიონის, კერძოდ, ვაჟა ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის, ოთარ ჭილაძისა და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეხებათ.
ასევე ისნის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია ნაწილობრივ 11:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდება, მთაწმინდის რაიონს – 10:00-დან 17:00 საათამდე, დიდუბის რაიონს – 10:00-დან 21:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონს – 10:00-დან 18:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონს კი 10:00-დან 17:00 საათამდე.
„კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები