ბათუმში შუახნის მამაკაცი ახლობელმა დაჭრა- მისი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. მას 4 ჭრილობა ახლობელმა დანით მიაყენა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც დაჭრილის ახლობლები ყვებიან, ფაქტს წინ ურთერთშელაპარაკება უსწრებდა.

“მათ შორის ადრეც იყო კონფლიქტი, თუმცა გამოძიება შეწყდა, რადგან მორიგდნენ და დაჭრილმა მაშინ სარჩელი გამოიტანა”- განაცხადეს ახლობლებმა.

თვითმხილველები ამ წუთებშიც დაკითხვაზე იმყოფებიან. ბრალდებული კი მიმალვაშია. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის რეანიმაციაში იმყოფება. მედიკოსების გამცხადებით, მამაკაცი გონზეა და კონტაქტურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები