ყუბანში შავი ზღვის სანაპიროზე საზენიტო ჭურვები აღმოაჩინეს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყუბანში, საზღვაო მესაზღვრეებმა შავი ზღვის სანაპიროზე კონტეინერი აღმოაჩინეს, რომელიც საზენიტო ჭურვებით იყო სავსე.
„ФСБ“-ს ინფორმაციით, კონტეინერში არსებული ნივთიერებები საბრძოლო მზადყოფნაში იყო. რუსული სააგენტო „Vesti.ru“- ს განცხადებით, ჭურვები, სავარაუდოდ, შტორმმა გამორიყა.
შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩენილი ჭურვებით სავსე კონტეინერი, იარაღის მწარმოებელი შვედური კომპანიის ლოგოთი იყო შეფუთული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები