ფილიპინებში ვულკანი „მაიონი“ ამოიფრქვა (ვიდეო)

ფილიპინებში ვულკან „მაიონის“ ამოფრქვევის შედეგად, 40 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფრომაციით, ხელისფულების წარმომადგენლებმა, სკოლები და ყველა სახელმწიფო დაწესებულება დროებით დახურეს, ასევე მოსახლეობას მოუწოდეს გარეთ გამოსვლისგან თავი შეიკავონ და მაქსიმალურად შეეცადონ, ვულკანის საფრთხის ქვეშ არ აღმოჩდნენ.
ფილიპინების ხელისუფლებამ ვულკანის გამო, განგაშის მეოთხე დონე გამოაცხადა და აღნიშნა, რომ „დღის განმავლობაში, საშიში ამოფრქვევაა მოსალოდნელი“.
ვულკანის გარშემო 8 კილომეტრის რადიუსში დაკეტილია ყველანაირი ობიექტი, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ვულკანი კიდევ დამატებით რამდენიმე კილომეტრზე გავრცელდეს.
„CCN“-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ნიღბები გაიკეთონ და სახლიდან გარეთ უკიდურეს შემთხვევებში გამოვიდნენ, რადგან მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
შეგასხენებთ, რომ ფილიპინებში ვულკანის ყველაზე დამანგრეველი ამოფრქვევა 1814 წელს მოხდა, რის შედეგადაც 1200-მდე ადამიანი დაიღუპა.





კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები