რუსეთში, ქალბატონი რომელიც ავტომობილით მოძრაობდა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა (ვიდეო)

რუსი ქალბატონი, რომელიც „Range Rover“-ის მარკის ავტომობილს მართავდა, ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ კი განათების ბოძს შეეჯახა. ავარიის ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა მძღოლმა, მანქანაში დამონტაჟებული ვიდეო-რეგისტრატორით გადაიღო. ინფორმაციას სააგენტო „Vesti.ru“ ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:40 წუთზე მოხდა. ავტომობილის მძღოლმა ქალბატონმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ყინულზე მოსრიალდა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს, მძღოლის გარდა კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები