თურქეთის პრეზიდენტმა აფრინში მიმდინარე ოპერაციის მიზანი დაასახელა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ქალაქ აფრინის ტერორისტებისგან გათავისუფლებას აპირებს. ამის შესახებ მან, ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა.
„თურქეთი არ აპირებს გადახედოს გეგმებს სირიის აფრინში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით. თურქეთი აფრინზე კონტროლს დაამყარებს, როგორც ეს ოპერაცია „ევფრატის ფარის“ შემთხვევაში გააკეთა, რათა სირიელებმა იქ დაბრუნება შეძლონ“.
შეგახსენებთ, რომ შაბათს თურქი სამხედროების ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ დაიწყო, რომელიც სირიის ქალაქ აფრინში ქურთების წინააღმდეგ ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები