სამხრეთ კოლუმბიაში მეწყერის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კოლუმბიაში, გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, საჯარო ავტობუსის 13 მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას „thenews.com.pk“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეწყერი ქალაქ ნარინოსთან ახლოს ჩამოწვა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მაშველები მეწყერში მოყოლილ ავტომობილებს ეძებენ, სადაც, შესაძლოა, დაღუპული ადამიანები იმყოფებიან.
კოლუმბიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეწყერის საშიშროება ისევ არსებობს და მაქსიმალურად შეეცდებიან, ზარალისგან თავი დაიცვან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები