მამუკა არეშიძე: სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი საფრთხეს ვერ აღიქვამს და, შესაბამისად, ვერც აფასებს

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი საფრთხეს ვერ აღიქვამს და, შესაბამისად, ვერც აფასებს – ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ჟურნალისტი ინტერესდება, ტერორისტული საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, რამდენად სწორი იყო ის გამოხმაურება, რაც პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა.
„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი საფრთხეს ვერ აღიქვამს და, შესაბამისად, ვერც აფასებს… მეტიც, არსებობს ჯგუფები, რომლებიც განზრახ იქცევიან ასე, იმიტომ, რომ მუშაობენ გარკვეული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, დაკავშირებული არიან კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფებთან, მათი ნაწილი, შესაძლოა, ქვეყნის გარედანაც იმართება… შესაბამისად, მათ ვიწრო ინტერესებს არ შეესაბამება იმ რეალურ საფრთხეზე ყურადღების გამახვილება, რომელიც საქართველოსა და მთელი რეგიონის წინაშე დგას, არადა, მშვენივრად იციან, რაშიც არის საქმე“, –აცხადებს არეშიძე.
მამუკა არეშიძე დაჭრილი მაჩალიკაშვილის მკურნალობის საკითხზე ­ ავსტრიის პოზიციასაც ეხმაურება.
„მინდა გავიხსენო ავსტრიული წყარო­ებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაჭრილი მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე­ ავსტრიამ უარი ქვეყნის შს მინისტრის გადაწყვეტილებით თქვა. ეს არ გამკვირვებია… გაგახსენებთ, თქვენი გაზეთ­ის ფურცლებიდან ვთქვი, რომ ნოემბრის სპეცოპერაციის პარალელურად ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა ავსტრიაშიც, რომელიც თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა. დაკავებულთა შორის ორი ჩეჩენიც იყო. შესაბამისად,
როდესაც ავსტრიელებმა მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვეს, ეს პოლიტიკური კონიუნქტურით კი არ იყო გამოწვეული, არამედ მართლა ხიფათთან იყო დაკავშირებული“, –აღნიშნავს არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები