უამინდობის გამო,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზოგიერთი რეისი გაუქმდა, ზოგი კი გადამისამართდა
უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, მთელი დღის განმავლობაში, ნისლის გამო, 5 რეისი გადამისამართდა, ხოლო 2 – გაუქმდა. მათივე ინფორმაციით, გაუქმდა დუბაისა და ირანის რეისები, რომლებსაც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა განეხორციელებინათ დაფრენა.
როგორც „კვირას“ თბილისის აეროპორტში განუცხადეს, ამ დროისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.