კახა კალაძე: ”ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ გზის გაფართოება იგეგმება

”ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ გზის გაფართოება იგეგმება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე  ესტაკადის აგება არ იგეგმება.
“ეს არის მხოლოდ გზის გაფართოება. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ესტაკადის მშენებლობა არ იგეგმება. ეს ინფრასტრუქტურული პროექტი 2018 წელს განხორციელდება და ის თავად ”ლაგუნა ვერეს” ტერიტორიას არ შეეხება”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები