11 დღის წინ გაუჩინარებული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში 11 დღის წინ გაუჩინარებული 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა კეკელია ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე რიონში გადააგდეს. შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები