სოფო კილაძე: ამ ურთულეს რეგიონში საქართველო ძალიან ეფექტურად ებრძვის ტერორიზმს

ამ ურთულეს რეგიონში საქართველო ძალიან ეფექტურად ებრძვის ტერორიზმს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში, ერთ–ერთ უსაფრთხო ქვეყანად ითვლება, რაც კილაძის თქმით, სწორედ შესაბამისი სამსახურების ეფექტური მუშაობის შედეგია.
კილაძემ ბოლო დროს ჩატარებულ სპეცოპერაციებზე ისაუბრა.
„არ აქვს მნიშვნელობა გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო თუ არა დამნაშავე, ყველა შემთხვევაში, ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა არის ძალიან დიდი ტრაგედია. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებ მათ. რაც შეეხება თავად საქმეს, უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო ქვეყანა. ძალიან კარგად მახსოვს 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, მაშინ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბარი ზედმეტი იყო. დღეს ჩვენ გვაქვს დაცული სახელმწიფო, ამ ურთულეს რეგიონში საქართველო ძალიან ეფექტურად ებრძვის ტერორიზმს. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში ტერორისტების საპარპაშო არეალი არ იყოს. სწორედ ამის დამსახურებაა, როცა დღეს ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში და რეკომენდაციას აძლევს თავის მოქალაქეებს, რომ იმოგზაურონ საქართველოში ანუ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ძალიან ეფექტიანად ახერხებენ, აღკვეთონ ტერაქტები. ჩვენ ვიცით, რომ ეს ტერაქტები არაერთ ძალიან განვითარებულ და დაცულ ქვეყანაში განხორციელდა და სამწუხაროდ, ასეულობით და ათასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა – საბედნიეროდ ეს საქართველოში არ ხდება და მე მგონი დაფასება სჭირდება“ – აღნიშნა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები