ანა ნაცვლიშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კანონის ხელმოწერამდე კონსულტაციების გაგრძელებასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მიმართვას ეხმაურება და “მაუწყებლობის შესახებ კანონში” ახლადმიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.

აღნიშნული მიმართვა კოალიციამ გაავრცელა და საქართველოს პრეზიდენტის ახლადდანიშნულ საპარალამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს ჯერ კიდევ ხელმოუწერელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა.

ანა ნაცვლიშვილი მზადაა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებსაც შეხვდეს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” კანონთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, 15 იანვარს არის ის ბოლო თარიღი, როდესაც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის ხელმოწერასთან დაკავშირებით.

“არაერთი მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე, რომ ამ კანონში არის მნიშვნელოვანი რისკები, რომლებმაც შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტურ ფუნქციონირებას და მის ბუნებას შეუქმნას საფრთხეები.

ჩვენ აქტიურად ვაანალიზებთ ამ რისკებს, ყველა არგუმენტს, ყველა დასაბუთებულ პოზიციას, რომელიც აქამდე იყო გამოხატული ამ საკითხთან მიმართებაში და სწორედ ამ არგუმენტების აწონ-დაწონვის საფუძველზე იქნება  საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.

მთვარია, რომ ნებისმიერმა კანონმა, რომელიც ამ საკითხს შეეხება შექმნას მყარი გარანტიები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დამოუკიდებლობისთვის და არ შეუქმნას რისკები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დამოუკიდებლობას და მის უნიკალურ ბუნებას, რომ ემსახუროს არა რაიმე პოლიტიკურ -კომერციულ სხვა ტიპის ინტერესს, არამედ ემსახუროს საზოგადოებას და მის ინტერესებს”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები