სოფო კილაძე: შსს-ს და პროკურატურის რეაგირება პოლიციელების შესაძლო დანაშაულზე, ადეკვატურია
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეაგირება ორი სამართალდამცავის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენისფაქტზე დროული და ადეკვატურია.
“თითოეული პოლიციელი მოწოდებულია ადამიანის უფლებების, მართლწესრიგის და კანონის უზენაესობის დასაცავად. ის ვინც ამ პრინციპებს გადაუხვევს, არ შეიძლება დარჩეს პასუხის გარეშე. სამართალდამცავი სტრუქტურის ნებისმიერ წარმომადგენელს უნდა ესმოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უკან დგას სახელმწიფო ინსტიტუტები.
შინაგან საქმეთა მინისტრის ძლიერი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს რეფორმები, ადამიანების ნდობას სახელმწიფოს მიმართ, თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული იქნება თითოეულ შემთხვევაში – მისასალმებელია”,- განაცხადა სოფო კილაძემ.