დეველოპერული კომპანია “AS GEORGIA”ახალ წელს ახალ დირექტორთან ერთად იწყებს

წარმატებული 2017 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიაში გაყიდვების 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“AS GEORGIA”, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 2018 წლიდან კომპანიას ახალი დირექტორი, ბესო ჯიქურაული უხელმძღვანელებს.
ბესო ჯიქურაულს ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წამყვან პოზიციებზე მუშაობდა სხვადასხვა სფეროს უმსხვილეს კომპანიებში: “GREENNET”, “ALBATROS”, “GOODWILL” და სხვა. აღნიშნული სტრუქტურული ცვლილება კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ხელმძღვანელი, კომპანიას საქართველოს ბაზარზე არსებული გამოწვევების უკეთ დაძლევაში დაეხმარება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს წარმატების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.
ბესო ჯიქურაული შეცვლის მურად ისფანდიაროვს, რომელიც კომპანიას 3 წლის განმავლობაში მართავდა.
“AS GEORGIA” რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული ჰოლდინგის – “AS GROUP INVESTMENT”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელსაც მრავალ ქვეყანაში კომპლექსური პროექტების მაღალ დონეზე შესრულების დიდი გამოცდილება აქვს. “AS GEORGIA”, თბილისის ყველაზე მასშტაბურ პროექტს „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსს ახორციელებს. „დირსი“ გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასებით, გადახდის მოქნილი პირობებითა და ბინების ფართო არჩევანით. კომპანიის საქმიანობის სფერო ასევე მოიცავს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების წარმოებას, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მშენებლობას და სხვა.
2018 წლიდან „დირსი“ მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და მოთხოვნებზე კიდევ უფრო მეტად მორგებულ პროდუქტებსა და მომსახურებას შესთავაზებს.

®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები