ირაკლი ბერაია: რომ არა ეს მასშტაბური კონტრტერორისტული ოპერაცია, ჩვენ დღეს ძალიან მძიმე შედეგებთან გვექნებოდა საქმე

სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, ძალიან სამწუხაროა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საზოგადოებამ იცის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გადასაყვანად რამდენიმე უცხოურ კლინიკასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
”რომ არა ეს მასშტაბური და რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი კონტრტერორისტული ოპერაცია, ჩვენ დღეს ძალიან მძიმე შედეგებთან და რეალობასთან გვექნებოდა საქმე. ეს ასევე მთლიანად შეცვლიდა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და მის აღქმას საერთაშორისო საზოგადოების თვალში. რასაკვირველია, შვილის გარდაცვალება უმძიმესია ოჯახისთვის. შესაბამისად, ყველას მართებს განსაკუთრებული წინდახედულობა, რათა ეს არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციისთვის. აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და რასაკვირველია, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად გავაგრელოთ ბრძოლა ტერორიზმთან”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები