პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურა იდოიძეს ადვოკატი ხვალ, დილით მოინახულებს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძის ადვოკატის ვინაობა ცნობილია. მის ინტერესებს დავით მოდებაძე დაიცავს. განცხადებას ის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

ადვოკატის თქმით, ის დაკავებულს ხვალ დილით შეხვდება.

რაც შეეხება დაკავებულის მამას, imedinews- ის ინფორმაციით, ის რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაუშვეს, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ზურაბ იდოიძე დღეს დააკავა. უწყების ცნობით, იდოიძემ აჰმედ ჩატაევი თურქეთ-საქართველოს საზღვრამდე – კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე მიიყვანა, საიდანაც ჩატაევი საქართველოში შემოვიდა.

მანამდე კი, 26 დეკემბერს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები