სასამართლომ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მარტვილის გამგეობის თანამშრომლები პატიმრობაში დატოვა

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნატრული აკობიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს ან შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლების სანაცვლოდ 3000- 3000 ლარის გადახდას ითხოვდნენ. სასამართლო სხდომაზე ითქვა, რომ დაკავებულები თავს დამნაშავედ მიიჩნევენ.

მოსამართლე ნატრული აკობიამ პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალის აღიარება ახალი გარემოებაა, თუმცა ის საქმეს არსებითად არ ცვლის. შემდეგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს 17:00 საათზე ჩაინიშნა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მარტვილის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის სამსახურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები გამგეობის შენობაში 2017 წლის 20 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები