მიხეილ ალხანიშვილი: საავტომობილო ბიზნესში კარტერულ გარიგეგებზე საუბარი გამორიცხულია

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მიხეილ ალხანიშვილის განცხადებით, საავტომობილო ბიზნესში კარტერულ გარიგეგებზე საუბარი გამორიცხულია.

მისივე თქმით, აბსოლუტური ტენდერების უმრავლესობაში, ავტოდილერები უმწვავეს კონკურენციაში არიან.

„ფასების ვაჭრობა მიდის ონლაინ. თუ რამე პრეტენზია აქვთ ერთმანეთს უჩივიან როგორც შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში, ასევე სასამართლოში. ეს არის სრულიად გამჭირვალე და ჯანსაღი პროცესი და კარტერულ გარიგებაზე შეუძლებელია ლაპარაკი. ვიცი, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს შეისწავლა კიდევაც ფინანსურმა სამსახურმა და გამოჩნდება, რომ აქ კარტერული გარიგება პრაქტიკულად შეუძლებელია.
შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას ესაჭიროება ამა თუ იმ სპეციფიკის, გარკვეული ტექნიკური მონაცემების მქონე ავტომობილი, რომელიც შეიძლება ყველა მწარმოებელს არ ჰყავდეს. შეიძლება ჰყავდეს ერთს, ორს, ან სამს, ან შეიძლება მსოფლიოში სამი- ოთხი კომპანია აწარმოებდეს და აქ ერთი, ან ორი წარმომადგენელი ჰყავდეს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვინმეზეა მორგებული”, – განაცხადა მიხეილ ალხანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები