გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ანა ნაცვლიშვილი იმ გზას არ გაუყვება, რა გზასაც მისი წინამორბედი ადგა

ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ვიცნობ, როგორც კვალიფიციურ იურისტს და უპირველესად, ჩემთვის ეს არის მთავარი, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის დანიშვნას.
„ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ვიცნობ, როგორც კვალიფიციურ იურისტს და უპირველესად, ჩემთვის ეს არის მთავარი, რადგანაც მასთან ურთიერთობა, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან, მოგვიწევს და მისი კვალიფიკაცია არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.
იმედი მაქვს, რომ ბოლომდე იმ გზას არ გაუყვება, რასაც მისი წინამორბედი ადგა – ვგულისხმობ იმას, რომ მის წინამორბედში ​ძირითადად არა იურისტს, არამედ პოლიტიკოსს ვხედავდით და მისი შეფასებები თუ პარლამენტში გამოსვლები უფრო პოლიტიზებული იყო, ვიდრე სამართლებრივი შეფასებებით მოცული. ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, ქალბატონი ანა განსხვავებულად წარმოდგება პარლამენტის წინაშე ისე, როგორც თანამდებობა სთხოვს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები