დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტითა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონით

„ჩინეთის ელჩთან ჩვენ ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს, სადაც ინტერესი გამოხატულია, მემორანდუმები გაფორმებულია და ვფიქრობთ, რომ მალე ეს ყველაფერი განხორციელდება”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნული საკითხის შესახებ ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ აღნიშნა, რომ ჩინური მხარე მიესალმება ჩინური კომპანიების მონაწილეობას ანაკლიის პროექტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები