გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო. მიხეილ ნანეიშვილის აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება. იგი, თავისი პიროვნული ღირსებებით, პრინციპულობით, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიციით, ქართული საზოგადოების გამორჩეული წევრი იყო.

ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ მიხეილ ნანეიშვილის ოჯახის წევრებს, მის კოლეგებსა და ახლობლებს”,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები