კახა კალაძე: სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებით, მათი მანქანები ქალაქში გარკვეულ საათებში იმოძრავებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ სადისტრიბუციო მანქანებმა ქალაქში გარკვეულ საათებში იმოძრაონ, რათა საცობები არ შეიქმნას.
მისივე თქმით, კონკრეტული შეთანხმების შესახებ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
“ძალიან კარგი შეხვედრა შედგა. მადლობა მათ, თანამშრომლობისთვის. გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. თუ რა ცვლილებები იქნება და რომელ საათებში ივლიან ქალაქში, უახლოეს დღეებში გაცნობებთ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები