მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს 11 იანვარს დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალავენ.
ამის შესახებ „კვირას“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს,
მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი 11 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
აკადემიკოსი 95 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.
მარიკა ლორთქიფანიძე 1922 წელს დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
დაწერილი აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები