ეკონომიკის სამინისტროს „ტექნოპარკში” ტრენერთა გადასამზადებელი ტრენინგი დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობით  ტრენერთა გადასამზადებელ ტრენინგს ახორციელებს, რომელსაც  MIT-ის სტუდენტები გაუძღვებიან.

ტრენინგი სამი სხვადასხვა მიმართულებით, სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები შეისწავლიან LittleBits-ის, Arduino-სა და Lego Robotics -ის საწყისებს. ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ტრენერთა გადასამზადებელი ტრენინგი LittleBits-ის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც  მონაწილეები LittleBits-ის საფუძვლებს დაეუფლებიან, რაც  მარტივი ელექტრონული მოწყობილობების აწყობას გულისხმობს, ამავდროულად, განივითარებენ გუნდური მუშაობისა და ტრენერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის მონაწილეები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ, სადაც ერთ-ერთი მთავარი პირობა პროგრამირების საწყისების, ელექტრონიკისა და ინგლისური ენის ცოდნა იყო.  ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. გარდა ამისა გადამზადებული ტრენერები ვალდებულნი იქნებიან უსასყიდლოდ ჩაატარონ 2 საათიანი ვორქშოფი სკოლის მოსწავლეებისთვის მინიმუმ სამჯერ ტექნოპარკის ბაზაზე.

შემდეგი ტრენინგი „ლეგო რობოტიკის” მიმართულებით 15 იანვარს აიღებს სტარტს და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები