კახეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში, შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი. მასალები შესაბამის საგამოძიებო  ორგანოს გადაეგზავნება, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები