ფოტოგამოფენა – „ახალი წლის სევდა“ გაიხსნება

10 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის ერონულ ბიბლიოთეკაში ფოტოგამოფენა – „ახალი წლის სევდა“ გაიმართება.
როგორც გამოფენის მონაწილენი ამბობენ, გილოცავთ დღეს, რომლის შემდეგაც ახლიდან იწყება სიცოცხლის ციკლის ათვლა, რომელიც ჩვენი ფოტოგმირების სევდიან ყოფას ნელ-ნელა შეაპარებს უდარდელ თვეებს, მაგრამ დროებით…
„ჩვენ, ფოტოგრაფებს შეგვიძლია აღვბეჭდოთ ფერად მეხსიერებაში სამუდამო მოგონებები. რაც სხვებისთვის მხოლოდ ფოტოაპრატია, ჩვენთვის სამყაროს ციფრული დღიურის შექმნის ხელოვნებაა.
ჩვენ, შეგვიძლით, დავინახოთ ის, რასაც ახალი წლის სიხარული ფარავს: მოხუცების სევდიანარევი მოგონებები, მიტოვებული გულის დარაბები, პურის საშოვარზე გამოსულები, რომლებსაც ათოვთ და უფრო მეტად სცივათ, მონატრება სახლი, რომელიც შორია…
ჩვენ, 10 იანვარს, მათი ისტორიები თქვენთან მოგვაქვს“, – აღნიშნავენ გამოფენის მონაწილენი.
გამოფენის ორგანიზატორია სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები