ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანული კლინიკისგან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი მიიღო

ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანული კლინიკა “შარიტესგან” თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო.

სამინისტროს ცნობით, უწყება კვლავ განაგრძობს კლინიკების მოძიების პროცესს და ასევე მზად არის მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკება აწარმოოს.

ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება.მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

5 იანვარს ერთ-ერთმა გერმანულმა კლინიკამ მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე უარი თქვა. ჯერ თანხმობა, შემდეგ კი უარი განაცხადა ავსტრიაში მდებარე საავადმყოფომაც.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები