ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული პოლიციის პრესტიჟი და პოლიციელთა უფლებები

გორში საპატრულო პოლიციის თანამსრომლის ცემის ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
მისი თქმით ეს საკითხი პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება.

“განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული პოლიციის პრესტიჟი და პოლიციელთა უფლებები, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების ხარჯზე და ეს საკითხი პარლამენტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მომხდარს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილიც. მისი თქმით, ეს ადამიანები ყოველდღე სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სწირავენ იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოება და წესრიგი იყოს დაცული.

“ეს ადამიანები ყოველდღე სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სწირავენ იმას, რომ ჩვენი უსაფრთხოება და წესრიგი იყოს დაცული. დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირება ამ ფაქტზე იქნება უმკაცრესი. მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების სრულ მხარდაჭერას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სამართალდამცველების მიმართ ყველა არაკანონიერი ქმედება იქნება უმკაცრესად დასჯილი”, – თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები