კახა კალაძე მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია თბილისისთვის, სახელმიფო უნივერსიტეტისთვის, ქართული მეცნიერებისთვის.

სამაგალითო მოქალაქე, პატრიოტი ქართველი, თვალსაჩინო ისტორიკოსი, ჯავახიშვილის მემკვიდრეობის საუკეთესო დამცველი და გამგრძელებელი ღვაწლმოსილი წავიდა ჩვენგან.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს. მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მუდამ დარჩება მომავალ თაობების ხსოვნას და ქვეყნის ისტორიას,-წერია კალაძის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები