სემეკმა გორის მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შემოვიდა ქ. გორის მოსახლეობის განცხადებები, სს „საქორგგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისიას დაწყებული აქვს თითოეული განცხადების ინდივიდუალური შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდება თუ რამ განაპირობა გაზრდილი გადასახადების აბონენტებზე დარიცხვა.
კომისიაში საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს მიმდინარე წლის 3 იანვრიდან. 5 იანვარს კომისიის წარმომადგენლები ენერგოომბუდსმენთან ერთად იმყოფებოდნენ ქ. გორში და ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.
კომისია მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, თუ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების მხრიდან განხორციელებულ დარიცხვებს არ ეთანხმებიან, საკითხის შესწავლის მიზნით, მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, კონსულტაციების გავლა შესაძლებელია კომისიის ქოლ-ცენტრში ნომერზე 16 216 და სოციალურ ქსელში არსებულ კომისიის გვერდზე. (www.facebook.com/gnerc)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები