თორნიკე ბზიავას „თევზაობა” კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნულ კონკურსში მოხვდა

თორნიკე ბზიავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “თევზაობა” კლერმონ ფერანის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნულ კონკურსში მოხვდა. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა. საფრანგეთის მხრიდან მისი პროდიუსერი ჟულიენ ფერეა.
თორნიკე კლერმონ ფერანის კინოფესტივალზე უკვე მესამედ მონაწილეობს: “თევზაობა” 2017 (ეროვნული კონკურსი); “მექელეხე” 2016 (მაყურებლის ჯილდო); “აპრილის სუსხი” 2010 (ჟიურის ჯილდო).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები