„სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტის საიუბილეო წელი მის გარეშე ჩაივლის“ – თსუ, მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოხატავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის, აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.
მარიამ ლორთქიფანიძე ქართველ ისტორიკოსთა იმ სკოლის წარმომადგენელია, რომელსაც საფუძველი დაუდო ივანე ჯავახიშვილმა. მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებაში და აღზარდა თაობები. პროფესორი 200-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, რომელიც უძვირფასესი შენაძენია ქართული ისტორიის და მეცნიერების დარგისთვის. მარიკა ლორთქიფანიძე მთელი ცხოვრების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, მისი როლი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში.
გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და პედაგოგს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს გასულ წელს 95 წელი შეუსრულდა.
სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტის საიუბილეო 100 წელი მის გარეშე ჩაივლის, თუმცა, მარიკა ლორთქიფანიძე მუდამ იქნება უნივერსიტეტის ისტორიის, მისი განვითარების და წინსვლის ნაწილი” – აღნიშნულია მწუხარების წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები