თეა წულუკიანი: ჩვენ უნდა მივსდიოთ იმას, რაც დავისახეთ მიზნად 2013 წლიდან და რაც აისახა წლევანდელ საშობაო ეპისტოლეშიც

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლის იმ ნაწილზე ისაუბრა, სადაც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზეა საუბარი.

„პატრიარქის ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის სასურველი მიმართულებების შესახებ მინიშნებები თუ ცალსახა განცხადებები, პირდაპირ ემთხვევა იმ გეგმებს, რაც ჩვენს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყებათაშორის საბჭოს ჰქონდა და აქვს 2013 წლიდან – ეს არის ის, რომ მოხდეს ახალგაზრდებში მუშაობა, შეიქმნას მთელი სისტემა, განათლების სისტემიდან დაწყებული, სხვა სტრუქტურებით დასრულებული. ახალგაზრდებში ეს არ იყოს პოპულარული, სანაქებო და მისაბაძი, რომ ვინმემ მოიხმაროს ნარკოტიკი.

ამას ბრძანებს ასევე პატრიარქი. ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას რეაბილიტაციის სისტემა ნამდვილი, ევროპული სტილის, რომელიც დღეს არ გვაქვს.

ამ ყველაფრის გარეშე, რა თქმა უნდა, ძნელია ვისაუბროთ დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკაზე და ძნელია გვქონდეს იმედი, რომ რომელიმე ნაჩქარევად მიღებული კანონი რაიმე შედეგს მოიტანს და არ იქნება პირიქით წამქეზებელი ეფექტის.

ამიტომაც დიახ, ჩვენ უნდა მივსდიოთ იმას, რაც დავისახეთ მიზნად 2013 წლიდან და რაც აისახა წლევანდელ საშობაო ეპისტოლეშიც“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები