როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – გრძელვადიანი პროგნოზი

8 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან, 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

11 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი.

12 იანვარს შედარებით გამოიდარებს, 13 – 14 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები