სოფიო ქაცარავა: შსს-ს დანახარჯები საჭირო და შედეგიანი იყო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის 60% შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა – შესაბამისად, სამინისტროს დანახარჯებიც საჭირო და შედეგიანი იყო.

“ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში რეფორმების 60% შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა. ევროკავშირის დადებითი დასკვნა დიდად იყო დამოკიდებული ამ რეფორმების წარმატებაზე, მინისტრის ვიზიტებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებაზე – შესაბამისად, სამინისტროს დანახარჯებიც საჭირო და შედეგიანი იყო. ვთვლი, რომ სატელევიზიო სიუჟეტი შსს-ს აუდიტორული შემოწმების თემაზე მიკერძოებულად და არაობიექტურად გაკეთდა”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც 29 დეკემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ვითარებას ეხება. შსს-ს შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები