წინასაახალწლოდ, სტეფანეს კონცერტი გაიმართება

„მუზამე“  და SPACEHALL, 31 დეკემბერს, სტეფანეს ორსაათიან ცოცხალ კონცერტზე იწვევს  ბენდთან ერთად და, Cosmic Love Rotation-ის მოსასმენად, დისკო/ჰაუს DJ სეტით.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მათ სპეციალურად გადაწყვიტეს ახალი წლის ღამეს მსმენელს გამორჩეული ქართველი პოპარტისტის მუსიკა მოასმენინონ.
სტეფანე:
მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელია აქტუალურია. მან თანამედროვე ქართულ პოპკულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.
სტეფანემ არაერთ მიუზიკლსა და მუსიკალურ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. 2017-ში გამოშვებული მუსიკალურიი ქავერ ვერსიები – “ჩემი აღარა ხარ მორჩა” და “დამიბრუნდი” წლის ყველაზე დიდ ჰიტებად იქცა და საუკეთესო შეფასებები მიიღო მსმენელისგან.
2017 წლის აპრილში SPACEHALL-ში გამართული მისი სოლოკონცერტი მსმენელმა, მუსიკალურმა მიმომხილველებმა, პროდიუსერებმა და არტისტებმა ბოლო ათწლეულის საუკეთესო ქართულ პოპკონცერტად დაასახელეს.
სტეფანეს 20 -წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც თან მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის.

კლავიში – პაატა ანდრიაძე
ბასი – ლევან დეისაძე
გიტარა – უჩა მეტრეველი
დრამი – ზაზა ცერცვაძე
საყვირი – გიორგი შამანაური, დათო შამანაური
ბექ ვოკალი – მარიამ მახაშვილი, ნიკა ლაზარიაშვილი, ანი ბახტაძე
ხმის რეჟისორი – გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი)

Cosmic Love Rotation:

ქართველი DJ და პროდიუსერი, კლასიკური მუსიკალური განათლებით. მისი სეტები ცნობილია რბილი, ფერადოვანი მუსიკალური სელექციით და გამოირჩევა ჩიკაგო ჰაუსის, ეისიდ ჰაუსისა და დისკო ჟღერადობის უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი სინთეზით.
კარი იღება ღამის 01:00 საათზე.

SPACEHALL-ის მისამართი: ა. წერეთლის გამზირი #2, „დინამო არენა“, კლუბ BASSIANI-ის გვერდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები