„ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი“ „ნიჭიერის“ ფინალში მონაწილეობს

31 დეკემბერს, 22 საათზე,   პროექტ “ნიჭიერის” ფინალი გაიმართება.  ფინალში “თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი” მონაწილეობს.
ფეისბუქის გვერდზე გუნდის მესვეურნი აღნიშნავენ, რომ ფილარმონიის სცენაზე წინა გამოსვლა განსაკუთრებული აღმოჩნდა, ლეგენდარული QUEEN-ის Bohemian Rhapsody-ს შესრულებამ, 26 მილიონი ნახვა (24 დღის მონაცემებით) დაიმსახურა და არაერთი მსხვილი ფან კლუბის გვერდებზე მოხვდა, სასიამოვნო კომენტარებით.
„ახლა კი ყველაზე მეტად გვჭირდება მაყურებლის თანადგომა, 31 დეკემბერს, 22:00 საათზე, დაიწყება „ნიჭიერის“ ფინალი, სადაც ძალიან მაგარ ნომერს გიმზადებთ. გთხოვთ დარეკოთ, ან დაგვიმესიჯოთ ნომერზე: 0-903-300-362 თქვ.ენი ხმა გადამწყვეტია“, – წერენ მესვეურნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები