„ჯავახეთი- ნაცნობი და უცნობი“: კუკური მეტრეველთან შეხვედრა გაიმართება

28 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ კუკური მეტრეველთან შეხვედრა  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრის თემაა: ჯავახეთი (ნაცნობი და უცნობი). ჯავახეთი – ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე სამხრეთ საქართველოში, უძველესი ლეგენდებისა და თქმულებების ქვეყანა, მეგალითური და შუასაუკუნეების უნიკალური ისტორიული ძეგლებით დახუნძლული მიწა-წყალი, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილი, ოდითგანვე ისტორიული ქართული კუთხე, ხელოვნურად შექმნილი მწვავე დემოგრაფიული პრობლემებით, რომელსაც სათანადოდ არ იცნობს და ვერ აფასებს ქართველი საზოგადოება.

აი საკითხები, რომელზეც შეხვედრისას ისაუბრებს ჯავახეთის დიდი გულშემატკივარი და მისი სიძველეების მოჭირნახულე –  კუკური მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები