„დაისადგურებს მხოლოდ დუმილი“ – ოპერის თეატრში ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოების პრემიერა გაიმართება

27 დეკემბერს, 20:00 საათზე, ოპერის თეატრში ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოები – „დაისადგურებს მხოლოდ დუმილი“, რომელიც სპეციალურად ანიტა რაჭველიშვილისთვის შეიქმნა, პირველად შესრულდება.
ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის მსოფლიო პრემიერა, მილანის ლა სკალას თეატრში შარშან შედგა. როგორც „კვირას“ ოპერის თეატრში განუცხადეს, ამჯერად სიმფონიური ნაწარმოები მეცო სოპრანოსა და ეროვნულ ორკესტრთან ერთად აჟღერდება.
ნაწარმოები მძიმე თემაზეა, მეორე მსოფლიოს მსხვერპლზე, ძალადობაზე, ის უამრავ ადამიანს ეძღვნება და მთელი სამყაროსთვის გზავნილია, რომ ადამიანებმა სიკეთისთვის იღვაწონ.
ნაწარმოების თემატური საფუძველია  პოლ ცელანის ლექსი „სიკვდილის ფუგა“, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში დაიწერა. ნაწარმოებში გამოყენებულია ებრაული ნანა და ვაჟა-ფშაველას ლექსი „სიმღერა“.
მუსიკალურ მანიფესტს – „დაისადგურებს მხოლოდ დუმილი“ ქართველი მსმენელი დღეს მოისმენს.
ორკესტრს უდირიჟორებს კახი სოლომნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები