საახალწლო წვეულება ეთნოგრაფიულ მუზეუმში

29-30 დეკემბერს, 13:00-დან 15:00 საათამდე, ეთნოგრაფიული მუზეუმი საახალწლო წვეულებაზე ღია ცის ქვეშ იწვევს ბავშვებს.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზუმში განუცხადეს, თოვლის პაპასთან ერთად, ბავშვებს უმასპინძლებენ ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები და ოჩოფეხებზე შემდგარი აკრობატი. მოეწყობა ძველი ქართული თამაშობები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა სახალისო აქტივობები, რომლებშიც ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას.
ფოლკლორული ანსამბლი “ერქვანი” შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ღონისძიებას დაასრულებს ქართული ცეკვის ანსამბლ “ეგრისის” კონცერტი მუზეუმის ამფითეატრში.
მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1.
ღონისძიებაზე დასწრება შედის მუზეუმის ბილეთის საფასურში. მოზრდილი: 3 ლარი; სტუდენტი: 1 ლარი; სკოლის მოსწავლე: 0,5 ლარი; პენსიონერი: 0,5 ლარი. 6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები